logo
ENG



შსს: კლუბ დეჟავუში სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა

04 სექ 202017:33
3 წუთის საკითხავი
 
0akgvf0jezyobd0.jpg

პირველადი ინფორმაციით, კლუბ "დეჟავუში" სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აფეთქების შედეგად, დაშავდა 3 ადამიანი, ერთი მამაკაცი კი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ექიმები. პერიმეტრის შემოისაზღვრა და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

"მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია", - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ფილარმონიასთან აფეთქება მოხდა. დაიღუპა ერთი, დაშავდა სამი ადამიანი.


close დახურვა