
ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე საფრანგეთში, რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოინათლა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული და რუსული მედია ავრცელებს.
71 წლის მსახიობის ნათლობა 4 სექტემბერს, წმინდა ალექსანდრ ნევსკის ეკლესიაში შედგა. ნათლობის რიტუალს დეპარდიეს ახლო მეგობრები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ სულიერ მოძღვრად მსახიობმა მიტროპოლიტი ტიხონი აირჩია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოძღვრად მიიჩნევა.
ფრანგი ჟურნალისტების ცნობით, 1960-იან წლებში ჟერარ დეპარდიემ ისლამი მიიღო, მოგვიანებით, დაინტერესდა ინდუიზმით და ბუდიზმით.
შეგახსენებთ, რომ ჟერარ დეპარდიემ 2013 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.