logo
ENG



ზალკალიანი ლუგარზე: როცა გამოძიება წყაროზე გავა, ქვეყანაც დასახელდება და სტრუქტურაც

05 სექ 202023:10
3 წუთის საკითხავი
 
6kqgwuub94kz4tg.jpg

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, როცა ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერთავადასხმის წყაროები დადგინდება, მაშინ დასახელდება ქვეყანაც და უწყებებიც. ამის შესახებ მინისტრმა იმედის ეთერში განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება პანდემიისკენ იყო მიმართული, სწორედ მაშინ დაიწყეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქვეყნისთვის ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე - ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმა.

„დღევანდელ მსოფლიოში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი გამოწვევა და ჩვენზე უფრო ძლიერ ქვეყნებსაც უჭირთ კიბერთავდასხმებთან გამკლავება. ეფექტიანი ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა მჭირდო კოორდინაცია და კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორთან და ჩვენ ამას ვაკეთებთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოზე 2019 წლის 28 ოქტომბერსაც განხორციელდა. კიბერშეტევის მსხვერპლი სახელმწიფო უწყებები და მედია ორგანიზაციები იყვნენ. 2019 წლის 28 ოქტომბრის კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ორგანიზაციების სერვერები, მართვის სისტემა და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.


close დახურვა