logo
ENG



ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება

07 სექ 202012:01
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანება ძალა ერთობაშიას პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. 

"მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ის უნდა იყოს პირისპირ თავის ხალთან, ზუსტად ამიტომ ნაციონალურმა მოძრაობამ და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, მისი კანდიდატურა დავასახელოთ საქართველოს პრემიერმინისტრობაზე", - განაცხადა ვაშაძემ. 

სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ის საზოგადოებას ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება. მისი თქმით, ის დღეს, 7 სექტემბერს იტყვის, როგორ გეგმავს ქვეყანაში დაბრუნებას. ამის პასუხად მმართველ გუნდში ამბობენ, რომ როგორც კი სააკაშვილი საზღვარს გადმოკვეთს, დააკავებენ. 


close დახურვა