თბილისიდან კახეთში ჩასულ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, ინფიცირებულის 19 კონტაქტია მოძიებული და სხვა კონტაქტების დადგენის მიზნით, ეპიდკვლევა აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
"ეს ქალბატონი გახლავთ თბილისში მცხოვრები, რომელიც არის მედიცინის მუშაკი, მუშაობს თბილისის რამდენიმე კლინიკაში, ჩამოსული იყო ოჯახთან ერთად კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სადაც საკუთარი სახლი აქვს.
ასევე მას ჰქონდა კონტაქტი თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელთან, თავის ოჯახის წევრებთან, მამასთან და დასთან. სოფელში კონტაქტების მოძიების მიზნით მიმდინარეობს მუშაობა, ჯერჯერობით დადგენილია და აღებულია 19 ნიმუში, თუმცა ეპიდკვლევა გრძელდება", - განაცხადა ხიზანიშვილმა.
დღეს, 8 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური რეკორდული მაჩვენებელი, 45 შემთხვევა გამოვლინდა.