logo
ENG


ფორმულას ინფორმაციით, თემურ თათარაშივლი და ჯემალ სეფიაშვილი "პატრიოტებს" უერთდებიან

09 სექ 202020:58
3 წუთის საკითხავი
clock 2684

ფორმულანიუსის ინფორმაციით, თემურ თათარაშივლი და ჯემალ სეფიაშვილი პატრიოტთა ალიანსის რიგებს უერთდებიან. ისინი შესაძლოა პარტიის სიაშიც ვიხილოთ.

ასევე, ჩვენი ინფორმაციით, ისინი პრორუსული პარტიის მხარდამჭერ მუსიკალურ ვიდეოს ამზადებენ.

პატრიოტთა ალიანსის წევრები უკვე გახდნენ ყოფილი სახალხო დამცველი და დეპუტატი, ნანა დევდარიანი და ლეიბორისტული პარტიის ყოფილი წევრები: კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი და პაატა ჯიბლაძე. ისინი 8 აგვისტოს ღონისძიებაზე თბილისის რამდენიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებად დასახელდნენ.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი კი კენჭს ნაძალადევში იყრის. აქ ის შალვა ნათელაშვილის კონკურენტი იქნება.


close დახურვა