logo
ENG



ვინ მოხვდა ქართული ოცნების პროპორციული სიის ხუთეულში

10 სექ 202020:10
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების პროპორციული სიის პირველ ხუთეულს პარტიის ლიდერები დაკავებენ, შემდეგი შემადგენლობით:

  1. გიორგი გახარია;
  2. არჩილ თალაკვაძე;
  3. ირაკლი კობახიძე;
  4. თეა წულუკიანი;
  5. მამუკა მდინარაძე.

ქართული ოცნების სიის ოცეულის პრეზენტაცია დღეს, 10 ოქტომბერს მთაწმინდის პარკში გაიმართა. ღონისძიებას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

ქართული ოცნების სიის პირველი ოცეული

წელს საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება - 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით. 


close დახურვა