logo
ENG



ოცნების საარჩევნო სიის ოცეულში ზუსტად იმდენი ქალია, რამდენსაც კანონი მოითხოვს

10 სექ 202021:25
3 წუთის საკითხავი
 
hig39gcdqcvzjui.jpg

ქართულმა ოცნებამ საარჩევნო სიის პირველი ოცეული, ასევე პრემიერმინისტრობისა და პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა.

მმართველი გუნდის სიაში ზუსტად იმდენი ქალი მოხვდა, რამდენსაც საარჩევნო კოდექსში გენდერული კვოტირების შესახებ არსებული მექანიზმი ითვალისწინებს.

სიაში მე-4 ნომერი იუსტიციის მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანია, მე-8 ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, მე-10 თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, მე-14 მაკა ბოჭორიშვილი, ხოლო მე- 19 მარიამ ლაშხი.

საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლითაც 25%-იანი გენდერული კვოტირების მექანიზმი დამტკიცდა, პარლამენტმა მიმდინარე წლის ივლისში მიიღო. ცვლილებების ინიციატორი თავად მმართველი გუნდი იყო. მექანიზმის მიხედვით,  პოლიტიკური პარტიების პროპორციულ სიებში, სულ ცოტა, ყოველი მეოთხე ადამიანი განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

აღსანიშნავია, რომ „ქართულის ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის მხოლოდ ერთი ქალი მოხვდა.

წელს საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები პროპორციულთან მეტად დაახლოებული სისტემით, 120/30 პროპორციით ჩატარდება - 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით აირჩევს 1%-იანი ბარიერით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში


close დახურვა