logo
ENG



თბილისში, ქალმა ლეღვის ნახარშით სხეულის 35%-იანი დამწვრობა მიიღო

11 სექ 202012:10
3 წუთის საკითხავი
 
whm1383j7wre5af.jpg

თბილისში 32 წლის ქალი ლეღვის ნახარშით დაიწვა. მას სხეულის 35% აქვს დამწვარი. ამის შესახებ ფორმულას ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

ქაშიბაძის თქმით, ქალს ღრმა დაზიანება არ აღენიშნება, მაგრამ მისი მდგომარეობა საყურადღებოა.

"თბილისიდან, ლეღვის ნახარშის დამწვრობით გუშინ შემოიყვანეს ჩვენთან 32 წლის ქალი. რუჯის მიღების მიზნით, ლეღვის ნახარშით ქიმიური დამწვრობა აქვს მიღებული. პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა საყურადღებოა. აქვს სადღაც სხეულის 35%-იანი დამწვრობა. მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. საბედნიეროდ ძალიან ღრმა დაზიანებები არ აღენიშნება. სავარაუდოდ, მცირე რაოდენობის ფოთლები გამოიყენა", - განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, წელს ეს ლეღვის ნახარშით დამწვრობის უკვე მეოთხე შემთხვევაა. 


close დახურვა