ქუთაისში სიის პირველი 25-ეულის წარდგენაზე პატრიოტთა ალიანსის წევრებს "რუსული ბორში" დაურიგეს.
გარდა ამისა, სამოქალაქო აქტივისტები პარტიის წევრ გიორგი ლომიასთან მივიდნენ და ჰკითხეს, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, რაზეც პასუხი ვერ მიიღეს. მათ თან ჰქონდათ პუტინის გამოსახულებიანი სტიკერები, რომლის გადაცემაც ლომიასთვის სურდათ. წარდგენაზე აქციის მონაწილეები და პატრიოტთა ალიანსისი მხარდამჭერები ერთმანეთს სიტყვიერად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.
აქტივისტები აცხადებენ, რომ ქუთაისში პრორუსული იდეოლოგიის მქონე პარტიის შეკრება შეურაცხყოფაა.