NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესი ნაწილი, 67% ეკონომიკის წინაშე მდგარ მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.
33%-ისთვის მთავარი ეკონომიკური პრობლემა ფასების ზრდაა;
22%-სთვის სიღარიბე;
20% მიიჩნევს, რომ მთავარი ეკონომიკური პრობლემა დაბალი ხელფასებია;
18%-სთვის ეს - დაბალი ხელფასებია;
11%-ისთვის - მაღალი გადასახადები;
10% მთავარ ეკონომიკურ პრობლემად კორონავირუსს ასახელებს;
6% - საზღვრების ჩაკეტვას;
5% - კორუფციას და ნეპოტიზმს;
5% - ტურისტების ნაკლებობას;
NDI-ის დაკვეთით, კვლევის საველე სამუშაოები CRRC-მ 6-11 აგვისტოს ჩაატარა. სატელეფონო გზით გამოიკითხა 2 045 ადამიანი.
საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია.