ვარკეთილში ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთოს დაეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი - დაშავდა.
გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალია. რაც შეეხება დაშავებულს, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).