logo
ENG



ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღებაში ერთი პირი ამხილეს [ვიდეო]

18 სექ 202011:01
3 წუთის საკითხავი
 
ryfgeva53o5rkgp.png

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღებაში ერთი ადამიანი ამხილა. 

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თავის საწარმოში დაამზადა და 10 000 ლარის სანაცვლოდ გაასაღა ყალბი სასაქონლო ზედნადები, თითქოსდა საწარმომ მოახდინა 75 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის რეალიზაცია.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.


close დახურვა