logo
ENG



ეპისკოპოსი მელქისედეკი: თუ დამპატიჟებენ, მივალ პროდასავლური პარტიების ღონისძიებებზე

20 სექ 202017:45
3 წუთის საკითხავი
clock 1080

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი ამბობს, რომ ის მივა ნებისმიერი პარტიის ღონისძიებაზე, რომელიც პროდასავლურია.

მღვდელმთავარმა ფორმულას კითხვებს უპასუხა მაღალიერარქი სასულიერო პირების პარტიულ ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ. მისი თქმით, მსგავს შეხვედრებში მონაწილეობა პარტიის მხარდაჭერას არ ნიშნავს და მათი ხედვების გაცნობაში ცუდი არაფერია.

"არა მხოლოდ ქართულმა ოცნებამ, ნებისმიერმა პარტიამ, თუ ჩათვალა საჭიროდ, რომ მღვდელმთავარი მიმიწვიოს თავისი კანდიდატის წარდგენაზე, მე მგონი, უნდა მივიდეს მღვდელმთავარი. გააჩნია. მაგალითად, მე არ მივიდოდი ისეთი პარტიის ღონისძიებაზე, რომელიც პროდასავლური არ არის. ქართულმა ოცნებამ დამპატიჟა? მივალ. ნაციონალური მოძრაობა დამპატიჟებს? მივალ. ევროპული საქართველო დამპატიჟებს? მივალ". - თქვა მიტროპოლიტმა მელქისედეკმა ფორმულასთან.

ქართული ოცნების საარჩევნო ღონისძიებებს სხვადასხვა რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი ეპარქიის წინამძღვრები პერმანენტულად ესწრებიან.

მაგალითად, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე მმართველი გუნდის პარტიულ ღონისძიებას ქუთაისსა და წყალტუბოში 18 და 19 სექტემბერს დაესწრო, შემდეგ კი თქვა, რომ მან ხელისუფლებას პატივი მიაგო.

19 სექტემბერს ვანში ოცნების ღონისძიებას ესწრებოდა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი.

სამართლიანი არჩევნების შეფასებით, მმართველი პარტიის ღონისძიებებზე სასულიერო იერარქების დასწრება ეკლესიის მიერ "ქართული ოცნების" მხარდაჭერის განცდას ქმნის. ISFED -მა მოუწოდა სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.


close დახურვა