ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი "ძალა ერთობაშია"-ს სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ ცნობილი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა.
ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბოს საარჩევნო ოლქში ქართული ოცნებიდან გივი ჭიჭინაძე იყრის კენჭს, ევროპული საქართველოდან აკაკი ბობოხიძე, ლელოდან თორნიკე ართმელაძე.