logo
ENG



გაბუნია: აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვაზე ზეგიდან იქნება საუბარი

24 სექ 202018:43
3 წუთის საკითხავი
 
გაბუნია: აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვაზე ზეგიდან იქნება საუბარი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა ხვალიდან იგეგმება, ხოლო საქალაქთაშორისო ტრანსპორტის 26 სექტემბრიდან.

გაბუნიამ იმედი გამოთქვა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება დასტაბილურდება და რეგიონში შეზღუდვების დიდი ხნით გაგრძელება საჭირო არ იქნება.

"ხვალიდან იგეგმება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა და უკვე ზეგიდან იქნება საუბარი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვაზე. ჩვენ გვესმის, რომ ეს იქნება გარკვეული დისკომფორტის გამომწვევი, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ დიდი ხნით არ დაგვჭირდება ამ შეზღუდვის გამოყენება. ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ეპიდემია პრაქტიკულად მიდის სტაბილიზაციისკენ, ამდენად ეს დამხმარე ზომა მობილობის შეზღუდვისთვის იქნება გადამწყვეტი მოკლე ხანებში ეპიდემიის სტაბილიზაციისთვის", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

25 სექტემბრიდან, 22:00 საათიდან აჭარის რეგიონში რესტორნები დაიხურება. ამასთან, მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

საქართველოში​ დღეს, 24 სექტემბერს, კორონავირუსის 259 შემთხვევა გამოვლინდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში დადასტურდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 4 399 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.


close დახურვა