დავით ფურცხვანიძეს, რომელმაც ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს სატელიტის ფოტოები მიაწოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
8 სექტემბერს რამიშვილმა ფოტოები გაასაჯაროვა მტკიცებით, რომ მასზე სატელიტიდან გადაღებული კადრები იყო აღბეჭდილი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 19 და 20 ივლისს არ იდგა იქ, სადაც 22 ივლისს აღმოაჩინეს.
დავით ფურცხვანიძე 26 სექტემბერს დააკავეს. მას მტკიცებულებების ფალსიფიკაციია და პირადი მოტივით მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება ედება ბრალად.
პროკურატურის განცხადებით, ფურცხვანიძე ხელმძღვანელობს მის მიერ დაფუძნებულ კომპანიას "უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრი".
უწყების განმარტებით, დაკავებულმა სატელიტის ფოტოები საკუთარი ორგანიზაციის რეკლამირებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მზრიდან დაფინანსების მიღებისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით გააყალბა.
გამოძიებისვე ცნობით, სატელიტის ფოტოების დამუშავება ფურცხვანიძემ საკუთარ შვილს სთხოვა. მიხეილ რამიშვილმა ხსნებული ფოტომასალის შესახებ პირველად 8 სექტემბერს განაცხადა.
18 სექტემბერს პროკურატურამ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ფოტოები დამონტაჟებული და გაყალბებული იყო.
სამართალდამცავმა უწყებებმა თამარ ბაჩალიაშვილი 19 ივლისს დაიკარგა. 5-დღიანი ძებნის შემდეგ ის თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ფურცხვანიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 ნოემბერს ჩაინიშნა.