საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 87-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 9 260 ტესტი ჩატარდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 5254 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 1906 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.