logo
ENG



ნიკა მელიას ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ქვები და კვერცხები დაუშინეს

27 სექ 202021:58
3 წუთის საკითხავი
 
5mtgrdtdgvis88h.jpg

გლდანულაში, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს და გლდანში ოპოზიციის ერთიან კანდიდატს, ნიკა მელიას თავს დაესხნენ. 

სამოქალაქო ატივისტი, ანა ჭარხალაშვილი Facebook-ზე წერს, რომ ნიკა მელია ამომრჩევლებს გლდანულაში, ერთ-ერთ სკვერში ხვდებოდა, რა დროსაც კვერცხები და ქვები დაუშინეს. 

"ქართული ოცნება / Georgian Dream სამარცხვინო მოძლადეები ხართ არ შეგრჩებათ!!! შეხვედრა გვქონდა ხალხთან. ნიკა მელია ესაუბრებოდა ხალხს და ქართული ოცნების ტიტუშკებმა ქვები და კვერცხები ისროლეს მაღალი სართულიდან, დიდიხნის განმავლობაში დაგვყვებოდნენ, ბოლოს ეს დაგეგმეს. საბედნიეროდ გადავრჩით და ეს ქვები აგვცდა", - წერს ანა ჭარხალაშვილი. 

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას გლდანის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, ნიკა მელია პირველივე ტურში იმარჯვებს

ფორმულა მაჟორიტარობის კანდიდატად დაკავშირებას ცდილობს და მეტ დეტალს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

 

მასალლა განახლებადია

 


close დახურვა