logo
ENG



ენმ-ის წევრი, არიფ იუსუფოვი ადვოკატთან ერთად პოლიციაში წავიდა

03 ოქტ 202022:12
3 წუთის საკითხავი
 

ენმ-ის ბოლნისის ორგანიზაციის წევრი, რაუფ იუსუფოვი ადვოკატთან ერთად პოლიციაში წავიდა

აღმოჩნდა, რომ მისი დაკავებისთვის სასამართლოს განჩინება არსებობდა. 

თუმცა, თავად იუსუფოვმა ამის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც მასთან ბოლნისში ადვოკატი ჩავიდა. 

"ოპოზიციური პარტიის წევრი ვარ, ხალხი მხარს მიჭერს, ამიტომ მაკავებენ. სხვა რის გამო". - თქვა იუსუფოვმა. 

მანამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციელებმა რაუფ იუსუფოვის "დაკითხვაზე გადაყვანა" სცადეს, თუმცა, ენმ-ის წევრმა მას ამის საშუალება არ მისცა. მას არ სურდა, პოლიციაში ადვოკატის გარეშე წასულიყო. 

საქმე ნახიდურის ჩაიხანაში მომხდარ ინციდენტს ეხება - დაახლოებით 1 კვირის წინ ჩაიხანაში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი და არიფ იუსუფოვი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ისინი ძალადობასა და თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, დიმიტრი შაშკინის თქმით, იუსუფოვს ჩაიხანაში გოგი მეშველიანის ძმამ სახეში ფეხი დაარტყა.  

"საქართველოში 2020 წლის ოქტომბერში მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ბანდიტი გოგი მეშველიანის დავალებითა და მისი ბანდიტი ძმის დავალებით, პოლიცია დღისით უვარდება ადამიანს სახლში, რომელსაც ერთი კვირის წინ ამ ბანდიტებმა სცემეს. ადვოკატმა დარეკა გამომძიებელთან. ამომძიებელმა უთხრა ადვოკატს, მე არაფერი არ ვიცი, შაბათი დღეა და ვისვენებო". - თქვა შაშკინმა. 

ახლა იუსუფოვის სახლის ეზოში მისი თანაპარტიელები და მეგობრები არიან შეკრებილები. მათი თქმით, აქ დარჩებიან მანამ, სანამ არის საფრთხე, პოლიციელები იუსუფოვთან დაბრუნდნენ. 


close დახურვა