logo
ENG



ემიგრანტების ინფორმაციით, ათენში მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა სცადეს

11 ოქტ 202019:50
3 წუთის საკითხავი
clock 2828

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას პრემიერმინისტრობის კანდიდატზე, მიხეილ სააკაშვილზე თავდასხა სცადეს. ვიდეოებს სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტები ავრცელებენ. 

ემიგრანტების ცნობით, სააკაშვილზე თავდასხმა მათთან შეხვედრამდე, შენობაში შესვლისას სცადეს.

ისინი აცხადებენ, რომ თავდასხმელი გაიქცა, შემთხვევის შედეგად კი რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რაც შეეხება სააკაშვილს, მასზე თავდასხმა ვერ შეძლო.

ფორმულას ნაციონალურ მოძრაობაში უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ფლობენ. 


close დახურვა