logo
ENG



აქტივისტი ამბობს, რომ ენმ-ს მხარდამჭერი მაისურის გამო სცემეს

11 ოქტ 202022:18
3 წუთის საკითხავი
clock 3104
აქტივისტი ამბობს, რომ ენმ-ს მხარდამჭერი მაისურის გამო სცემეს

აქტივისტი ლევან ქართველიშვილი ამბობს, რომ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ორი უცნობი პირი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი მაისურის გამო თავს დაესხა. 

"დამესხნენ თავს იმის გამო, რომ სპორტულის შიგნით მეცვა ნაციონალური მოძრაობის, ლევან ხაბეიშვილის მაისური, გახსნილი მქონდა ეს სპორტული, დაინახეს 5 ნომერი და მაგის გამო, ვის უდგახარ მხარშიო, ეგეთი ტექსტით დამესხნენ თავს. მცემეს, რამდენჯერმე დამარტყეს ხელი, წავიქეცი, სახით დავეცი ასფალტზე, სანამ ავდექი, ისინი წავიდნენ", - აცხადებს ქართველიშვილი.

მისი თქმით, პოლიცია არ გამოუძახებია, რადგან არ ენდობა და ამბობს, რომ მათთან დარეკვას აზრი არ აქვს. 


close დახურვა