სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, იგი მზადაა, სანაძლეო დადოს ქართულ ოცნებასთან, რომ ისინი მაქსიმუმ 37 პროცენტს აიღებენ, ოპოზიცია კი ჯამში ხმების 65 პროცენტამდე მიიღებს. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ ფორმულას ეთერში ისაუბრა.
"რეალურად, მე მზად ვარ, სანაძლეო დავუდო ორივეს, გახარიას და ივანიშვილს, რომ ისინი 35-37 პროცენტზე მეტს ვერ აიღებენ. [...] მინიმუმ ორნიშნა იქნება ჩვენი მხარდაჭერა, იმიტომ რომ ნდობის ხაზი გავავლეთ ამომრჩეველზე. ჯამში ოპოზიცია აიღებს 60-65 პროცენტს".
ფორმულას დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის კვლევის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 17 სექტემბერი - 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 1.5%-ია.