logo
ENG



ბათუმში ძალა ერთობაშიას აქცია-პრეზენტაცია გაიმართა

16 ოქტ 202021:30
3 წუთის საკითხავი
 
kva6hdhjql9ofg0.png

ბათუმში ძალა ერთობაშიას ღონისძიება ჩატარდა. პარტიის ლიდერებმა ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართეს. 

ღონისძიებას ასობით ადამიანი დაესწრო. ადგილზე შეკრებილებს სიტყვით პარტიის პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა.

"ეს ყველაფერი არის მხოლოდ დასაწყისი. გამარჯვება არის სულ ახლოს, ცოტა კიდევ მოთმინება, ცოტა კიდევ მეტი გაძლება, ცოტა კიდევ მეტი ერთიანობა და შეტევითობა, და რამდენიმე დღეში საქართველოში აუცილებლად გათენდება და ჩვენი ქვეყანა ისევ გაბრწყინდება", - მიმართა სააკაშვილმა ადგილზე შეკრებილებს. 

აღსანიშნავია, რომ აქციაზე სიტყვით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეც უნდა გამოსულიყო, თუმცა მამის გარდაცვალების გამო ის აქციას ვერ დაესწრო. 

"ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რადგან ოჯახური მწუხარების - მამის გარდაცვალების გამო ფიზიკურად თქვენთან ვერ ვიმყოფები. თუმცა თქვენთან ერთად დავძლევთ სიდუხჭირეს და შევქმნით ძლიერი სახელმწიფოს მყარ საფუძველს - მდიდარ ოჯახს. ჩვენ გავიმარჯვებთ ისე, რომ არცერთი მოქალაქე დამარცხებულად თავს არ იგრძნობს", - წერს ლევან ვარშალომიძე. 


close დახურვა