logo
ENG



კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათს დროებით თუნუქით გადახურავს

17 ოქტ 202015:00
3 წუთის საკითხავი
 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათს დროებით თუნუქით გადახურავს. 

სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს პროექტი ზამთარში გელათის ფრესკებს ვერ დაიცავს და რომ დროებით გადახურვის პროექტიც არ არის სრულყოფილი. 

გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს. 

ხელოვნებათმცოდნეების შეფასებით, გელათის ტაძარი ზამთრის ნალექს ვერ გაუძლებს და საჭიროა ტაძრის საფუძვლიანად გადახურვა. ისინი ეჭვობენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო თანხებს ზოგავს.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პრესსამსახურის უფროსი ბექა ბარამიძე კრიტიკის პასუხად ფორმულასთან ამბობს, რომ კონსტრუქტორებისა და რესტავრატორების შეფასებით, გელათის ტაძარზე დამატებითი კონსტრუქციული დატვირთვა არ იყო მიზანშეწონილი.

"დროებითი გადახურვა არის დროებითი გადახურვა. ჩვენ უარი ვთქვით ე.წ. კარვის პრინციპით გადახურვის მეთოდოლოგიაზე, რადგან ეს იქნებოდა დამატებითი კონსტრუქციული დატვირთვა გელათის სტრუქტურაზე, რაც კონსტრუქტორებისა და რესტავრატორების საერთო შეფასებით არ იყო მიზანშეწონილი, რადგან ტაძრის სტრუქტურას დამატებითი დატვირთვა შეექმნებოდა. ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკა", - აცხადებს ბარამიძე.


close დახურვა