logo
ENG



ნაციონალური მოძრაობის შტაბში შეჭრისთვის შსს-მ გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით დაიწყო

18 ოქტ 202013:09
3 წუთის საკითხავი
clock 454
fau5a2bts6virt7.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის, ხატია დეკანოიძის შტაბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

როგორც შსს-ში ფორმულას განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მის შტაბში უკანონოდ შეიჭრნენ.

როგორც დეკანოიძე აცხადებს, საარჩევნო შტაბში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აპარატურის დასაყენებლად შეიჭრა.


close დახურვა