logo
ENG



ჩხენკელი: სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, მომავალი კვირიდან დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ

20 ოქტ 202011:37
3 წუთის საკითხავი
 
baoor3ih5sfuc65.png

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის, თქმით, სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნები არის მოწყობილი, 28, 29 და 30 ოქტომბერს სწავლა დისტანციურად ჩატარდება. 

მისივე განცხადებით, დროებით დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მიზეზი, არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოებია.

"სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, დროებით გადავლენ დისტანციურ რეჟიმზე. ეს არის დროებითი",- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.


close დახურვა