logo
ENG



TI: ცესკოს დადგენილება ზღუდავს კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლის უფლებებს

22 ოქტ 202016:28
3 წუთის საკითხავი
clock 769
87kmh00g9kd9bl0.jpg

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ დადგენილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის ზღუდავს საკარანტინე სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების უფლებას. დადგენილების თანახმად, მოწესრიგდა კორონავირუსით ინფიცირებულთა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის საკითხი. დადგენილების მიხედვით, ზემოთ აღნიშნულ ამომრჩევლებს საშუალება ექნებათ ხმა მისცენ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით, რომელთაც სპეციალური ჯგუფები მოემსახურებიან.

TI-ში მიაჩნიათ, რომ დადგენილება შეიცავს რიგ ხარვეზებს. კერძოდ, ის პირები, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში ან ბინაზე გადიან მკურნალობას შეყვანილ იქნებიან გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიმართავენ ცესკოს 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, რაც გაუმართლებელია, რადგან თუკი ასეთი ამომრჩევლები ვერ შეძლებენ დროულად მიმართვას, მათ არ ექნებათ ხმის მიცემის საშუალება

"ხმის მიცემის პროცედურა ჩატარდება მხოლოდ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით. მიგვაჩნია, რომ უმჯობესი იქნება შეიქმნას სპეციალური საარჩევნო უბნები ისეთ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში, სადაც 30-ზე მეტი ამომრჩეველია, რაც უზრუნველყოფს ხმის მიცემის პროცესის უფრო მეტ გამჭვირვალობას და მასზე დაკვირვების უკეთეს შესაძლებლობას", - აცხადებენ TI-ში.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ წარმოდგენილი დადგენილებით ნათლად არ იკითხება გადასატანი საარჩევნო ყუთის სიების შედგენის წესი და დადგენილების შინაარსი მნიშვნელოვნად ზღუდავს ამომრჩევლების საარჩევნო უფლებას, რაც განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან პანდემიის ფონზე ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობაზე ამომრჩეველთა გარკვეულმა ნაწილმა, შესაძლოა ისედაც უარი განაცხადოს.

 


close დახურვა