ხობში კაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეები ნათესავები არიან.
როგორც ფორმულას შს სამინისტროში განუცხადეს, ინციდენტის მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არიან და მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.