ბაღდათის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ჭიშკარს შეეჯახა. დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები არიან, მათ შორის არის 4 წლის ბავშვი.
როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავდა კიდევ 2 ადამიანი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობსი ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.