logo
ENG

ზუგდიდში ბანკზე თავდასხმას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

26 ოქტ 202020:11
3 წუთის საკითხავი
clock 788
xy6yqw7w8dllm0o.png

ზუგდიდში ბანკზე თავდასხმას შსს-მ ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ტერორისტულ აქტს და ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. 

ამავე ბრიფინგზე შსს-მ დაადასტურა, რომ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუაა.

ბრალდებულის და მისი ნათესავების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს. 

ზუგდიდში საქართველოს ბანკში შეიარაღებული მძარცველი 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მან 500 000 აშშ დოლარი მოითხოვა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ სამართალდამცველებმა მას თანხა გადასცეს. თავდამსხმელმა ბანკის შენობა პოლიციელთან და რამდენიმე მძევალთან ერთად დატოვა, შემდეგ კი თანხასთან ერთად გაუჩინარდა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

 

 

close დახურვა