პროპუტინური ძალადობრივი პარტიის, ქართული მარშის წევრებმა ნაციონალური მოძრაობის და ძალა ერთობაშიას აქციაზე რუსთავიდან მომავალ კოლონას გზა გადაუკეტეს.
თვითმხილველები ყვებიან, რომ ქართული მარშის წევრებმა კოლონას ჯერ გზა გადაუკეთეს, შემდეგ კი მათ ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
კოლონა თბილისში ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას მიერ დაგეგმილ შემაჯამებელ აქციაში მონაწილეობის მისაღებად მოემართებოდა.
"თქვენ ხართ მკვლელები და ჯალათები", - სკანდირებდნენ ძალადობრივი დაჯგუფების წარმომადგენლები.
ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას შემაჯამებელი აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე, 18:00 საათზე დაიწყება.