logo
ENG



სენატორები რიში და შაჰინი: აშშ ყურადღებით დააკვირდება 31 ოქტომბრის არჩევნებს

29 ოქტ 202019:55
3 წუთის საკითხავი
clock 1823
m9a8gppm1kbdhvv.jpg

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და სენატორმა ჯინ შაჰინმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. სენატორები საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით ჩატარების აუცილებლობას უსვამენ ხაზს. 

"მას შემდეგ, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებად ჩამოვედით, ვხედავთ როგორ გაღრმავდა დემოკრატია და გაიზარდა ეკონომიკა. არჩევნებისთვის მზადების პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იმოქმედოს და საარჩევნო ყუთებთან პატიოსნება შეინარჩუნოს. 

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის დასაწყისში მიღებული კონსტიტუციური რეფორმა საქართველოს დემოკრატიული ლეგიტიმაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. მოსალოდნელი არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარება კიდევ ერთხელ განამტკიცებს ამ მონაპოვარს და დაადასტურებს ქართველი ხალხის სურვილს, გააგრძელოს სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. 

მიუხედავად იმისა, რომ Covid-19-მა ამ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებელთა დიდი რაოდენობის დასწრება შეუძლებელი გახადა, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა საერთაშორისო პარტნიორები მჭიდროდ დააკვირდებიან ამ არჩევნებს. ამისათვის აუცილებელია, რომ რუსეთის ფედერაცია არ ჩაერიოს ქართულ არჩევნებში. დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო რეგიონისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და მას მრავალი საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს.

ჩვენ განვაგრძობთ ქართველი ხახლის პარტნიორულ და მეგობრულ მხარდაჭერას და ვუსურვებთ მათ თავისუფალ, სამართლიან და სანდო არჩევნებს", - აცხადებენ სენატორები. 

საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. 


close დახურვა