logo
ENG



გორთან ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა

30 ოქტ 202001:08
3 წუთის საკითხავი
clock 1851
hqqboooqfz4ovtn.jpg

გორთან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა "დაფი" სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11-მა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).


close დახურვა