logo

საპატრიარქო: მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, დაეხმარეთ სამშობლოს თქვენი გადაწყვეტილებით

30 ოქტ 202020:14
3 წუთის საკითხავი
clock 18 clock 1149
moiwxscuvnegnh9.jpg

საქართველოს საპატრიარქო მოსახლეობას 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს. 

"საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებს, მრევლს, საქართველოს მოსახლეობას 31 ოქტომბერს საშუალება ეძლევა გააკეთოს არჩევანი ქვეყნის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით.

ეკლესია ყოველთვის იყო და არის ხალხის გამაერთიანებელი ძალა და პოლიტიკური მიკერძოება მისთვის უცხოა. ჩვენი ხალხი გონიერია და, მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა,  კარგად აფასებს მოვლენებს. ამიტომაც მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება და თითოეული თქვენგანი სწორი გადაწყვეტილებით დაეხმაროს სამშობლოს.

შევთხოვ უფალს, მოგვმადლოს მშვიდობა და წყალობა თვისი", - ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებაში. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. 



close დახურვა