logo
ENG



საფრანგეთში მცხოვრებმა ემიგრანტმა თბილისში მის მისამართზე ჩაწერილი 157 პირი აღმოაჩინა

31 ოქტ 202001:57
3 წუთის საკითხავი
clock 1328
2rhnrti9wntl3tw.png

საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის ნუგზარ სულაშვილის განცხადებით, მის სახლში, რომელიც მეუღლის, ცირა სულაშვილის სახელზეა გაფორმებული, 160-მდე პირია ჩაწერილი. 

როგორც სულაშვილმა ფორმულას განუცხადა, მას ბინაში რეგისტრირებული არც ერთი პირის სახელი და გვარი არ ეცნობა. 

"ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელია. ვერ მივხვდი რა ხდება. დავითვალე 157 ადამიანი და აქედან არც ერთი გვარი და სახელი არ მეცნობა. მეზობლებიც არ არიან. სამწუხაროდ ვერავის ვუკავშირდები, მივმართე ჟურნალისტებს და ჯერჯერობით ყველაფერი გაურკვეველია. წინა არჩევნებზე მქონდა გადამოწმება და მსგავსი არაფერი მომხდარა. გამაოგნებელია, როგორ შეიძლება ერთ მისამართზე 157 ადამიანი იყოს დარეგისტრირებული?!", - განაცხადა სულაშვილმა


close დახურვა