logo
ENG



მელია: არასდროს არავის უნახავს მსგავსი აქტივობა, დღეს ხალხი საკუთარ ნებას ხორცს შეასხამს

31 ოქტ 202009:41
3 წუთის საკითხავი
 

საარჩევნო უბანზე მივიდა ენმ-ის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა მელია. მან აქცენტი ამომრჩევლის მაღალ აქტივობაზე გააკეთა. 

"არასდროს არავის უნახავს მსგავსი აქტივობა. უკლებლივ ყველა უბანზე 8-ის ნახევრიდან დგას ხალხი რიგებში. ეს ნიშნავს იმას, რისი მოლოდინიც ჰქონდა აბსოლუტურ უმრავლესობას მოსახლეობისა, რომ კონკრეტულად არჩევნების დღეს ხალხი საკუთარ ნებას ხორცს შეასხამს".  - თქვა მან. 

აქტივობის შესახებ ინფორმაციას ცესკო გაავრცელებს. თუმცა, აღსაშნიავია, რომ საარჩევნო უბნებთან რიგებია. 


close დახურვა