logo
ENG



ეუთო: ნდობა შეამცირა ზეწოლამ და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის წაშლილმა ზღვარმა

01 ნოე 202016:33
3 წუთის საკითხავი
 

ეუთო/ოდირის შეფასებით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო. თუმცა, საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით, პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა ზეწოლის შესახებ ცნობებმა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის წაშლამ.

ორგანიზაციის განცხადებით, არჩევნები ჩატარდა არსებითად შეცვლილ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციების შემდეგ იქნა მიღებული და რომელმაც მოიტანა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება, თუმცა, საჭიროა დამატებითი, შემდგომი ძალისხმევა ხარვეზების გასასწორებლად. 

ეუთო/ორიდი მიუთითებს, რომ არჩევნებზე ტექნიკური საკითხები ეფექტურად იყო მართული, მიუხედავად ახალი კორონავირუსით გამოწვეული პრობლემებისა, თუმცა, მმართველი პარტიის წარმომადგენლების დომინირებამ საარჩევნო კომისიებში ნეგატიურად იმოქმედა მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის აღქმაზე, განსაკუთრებით ქვედა დონეზე. 

”ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ შევძელით, წვლილი შეგვეტანა ამ ძალიან მნიშვნელოვან და რთულ არჩევნებზე დაკვირვებაში. მე მივესალმები ძალისხმევას, რომელიც აუცილებლად უნდა გაწულიყო წინასაარჩევნო სამზადისის დროს და ასევე იმ ადამიანებს, რომლებმაც გაბედეს და გადაწყვიტეს, ხმა მიეცათ საარჩევნო უბანზე ახალი კორონავირუსის პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესდა არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, კიდევ უნდა იქნას სამუშაო გაწეული დემოკრატიული არჩევნების უფრო მყარი ბაზის შესაქმნელად". - თქვა ელონა ჯებრეა ხოჯამ,. ეუთო/ოდირის კოორდინატორმა და საარჩევნო მისიის ხელმძღვანელმა. 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმღვანელის, ოსმან ასკინ ბაკის შეფასებით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს ტრანზიციისთვის საპარლამენტო მმართველობის გზაზე. თუმცა, მისივე თქმით, ძალიან შორს იყო სრულყოფილებისგან. 


close დახურვა