ცესკომ დიდუბის ოლქის მონაცემები განაახლა. განახლებული მონაცემებით მეორე ტურში ზურა გირჩი ჯაფარიძე იასპარეზებს.
რამდენიმე წუთის წინ ატვირთული შედეგების მიხედვით, ანა დოლიძე 9 ხმიანი უპირატებოსით გადიოდა მეორე ტურებში.
განახლებული წინასწარი მონაცემებით კი შედეგები ასეთია:
გია ვოლსკი, ქართული ოცნება - 42,69% (29 414 ხმა)
ზურა გირჩი ჯაფარიძე, გირჩი - 21,09% (14 529 ხმა)
ანა დოლიძე, დამოუკიდებელი კანდიდატი - 20,96% (14 438 ხმა)
რამდენიმე წუთის წინ ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებზე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დიდუბე ჩუღურეთის ოლქში ერთი შესწორების ოქმის მონაცემი შეყვანილი არ იყო. მისივე თქმით, მას ამ 14 529 ხმა უნდა ჰქონოდა.
ცესკოს მიერ მონაცემების განახლების შემდეგ ჯაფარიძეს სწორედ 14 529 აქვს.