logo
ENG



ლელო პარლამენტში არ შედის

02 ნოე 202016:57
3 წუთის საკითხავი
 

პარტია ლელომ გადაწყვიტა, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში არ შევა. ამ თემაზე განცხადება პარტიის ოფისში ცოტა ხნის პარტიის ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გააკეთა. 

"არ ვაპირებთ არალეგიტიმურად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციას. გავაგრძელებთ ბრძოლას, საქართველოში ჩატარდეს ლეგიტიმური არჩევნები", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ. 

მისივე განცხადებით, ლელო უერთდება საპროტესტო აქციებს იმ მოთხოვნით, რომ საქართველოში უნდა დასრულდეს გაყალბებული არჩევნების ჩატარება. ასევე, მათი მოთხოვნაა, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.

ბადრი ჯაფარიძის ცნობით, ყველა ოპოზიციურ პარტიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, არ შევიდეს ახალი მოწვევის პარლამენტში.  

დღესვე პარტია ევროპულმა საქართველომ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს და უარს ამბობს შევიდეს მეათე მოწვევის პარლამენტში. 

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ არალეგიტიმურად უნდა იყოს ცნობილი. გუშინ, 1-ლ ნოემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა. 

ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ კვირას 8 ნოემბერს 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დააანონსეს.


close დახურვა