logo
ENG



ახალი მოწვევის პარლამენტში არც გირჩი შევა

02 ნოე 202017:37
3 წუთის საკითხავი
clock 3075
k6w7wgqi2b8baoh.png

ახალი, მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე პარტია გირჩიც უარს ამბობს. გადაწყვეტილების შესახებ პარტიის ოფისში განაცხადეს.

"ჩვენი გადმოსახედიდან, ამ ხელისუფლებას ამოწურული აქვს რესურსი იმისა, რომ ამ ქვეყანაში რაიმე სასიკეთოდ შეცვალოს. ჩვენ თვეების განმავლობაში ვთანამშრომლობდით ოპოზიციურ პარტიებთან, რათა მიგვეღწია იმისთვის, რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვინდოდა პარლამენტში შესვლა, რომ ეს რაღაცები გაგვეკეთებინა.

ახლაც ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია გირჩისთვის პარლამენტში შევლა და ამ სტატუსის მიღება. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი ჩვენთან შეთანხმებაზე, უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე, გირჩიც უერთდება ამ ბოიკოტს", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე. 

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო პარტია ლელომ. მათი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას, რომ საქართველოში ჩატარდეს ლეგიტიმური არჩევნები. 

დღესვე პარტია ევროპულმა საქართველომ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებს და უარს ამბობს შევიდეს მეათე მოწვევის პარლამენტში. 

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, ტოტალურად გაყალბდა და ამიტომ არალეგიტიმურად უნდა იყოს ცნობილი. გუშინ, 1-ლ ნოემბერს საპროტესტო აქციაც გაიმართა. 

ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ კვირას 8 ნოემბერს 19:00 საათზე მასშტაბური აქცია დააანონსეს.

 


close დახურვა