
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს. კეილ ბრაუნი Twitter-ზე საზოგადოების შემცირებულ ნდობაზე წერს.
"ჩვენ ვიზიარებთ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული, მაგრამ ბრალდებებმა ამომრჩეველთა მიმართ ზეწოლაზე, პარტიასა და სახელმწიფოს შორის გამყოფი ხაზების ბუნდოვანებამ, საზოგადოების ნდობა შეამცირა. ხარვეზებსა და დოკუმენტირებულ დარღვევებზე რეაგირებაა საჭირო", - წერს კეილ ბრაუნი.
პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა უარი. ისინი აცხადებენ, ოცნებამ არჩევნები გააყალბა.
ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები, რომელმაც საარჩევნო ხმები პარალელურად დაითვალა, აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებულ შედეგებში სხვაობა 3-4%-ია. ორგანიზაციამ გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის, დისბალანსი ოქმებს შორის. ISFED აცხადებს, რომ ეს დარღვევა უბნების 8%-ში გამოვლინდა, რისი შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა მაქსიმუმ 4.1%.