logo
ENG



ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა - 8 ნოემბერს მომიწევს აქციის გამოტოვება

06 ნოე 202014:01
3 წუთის საკითხავი
clock 2792
toro2u82xvfwnjf.jpg

გამარჯვებული საქართველოს ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქზე თავად გაავრცელა. როგორც ოქრუაშვილი აღნიშნავს, ვირუსის გამო 8 ნოემბრის აქციის გამოტოვება მოუწევს, თუმცა ძალიან მალე პროტესტს შეუერთდება და მის გარეშე ბარიკაეტები არ ჩაივლის.

"საინტერესო 47-ე წელი შევასრულე (ცესკოს დათვლით 57-ე). საერთოდ არ მიყვარს საკუთარი დაბადების დღე, არც მისი აღნიშვნა და არც მასზე საუბარი. სხვა მიზნით ვწერ პოსტს. სად აღარ "აღმინიშნავს" დაბადების დღე, მიტინგზე, აეროპორტში, ტყეში, ციხეში და ა.შ. ცხოვრება ყოველთვის საინტერესო საჩუქრით მაჯილდოვებდა. წელს, ვფიქრობდი რა საჩუქარს მომიმზადებს იღბალიმეთქი და მივიღე განსაკუთრებული - ლაბორატორიის დადებითი პასუხი კორონაზე.

ამის გამო არ ვჩანდი ბოლო ორი დღე აქციებზეც და ტელევიზიებშიც, რადგან პასუხს ველოდი და სამწუხაროდ 8 ნოემბერსაც მომიწევს აქციის გამოტოვება. გადამდები, რომ არ ვიყო აუცილებლად მოვიდოდი. თუმცა 8-ში მხოლოდ "იწყება" და აუცილებლად დაგეწევით რამდენიმე დღეში.

უჩემოდ ბარიკადები არ იქნება... მადლობა ყველას, მოლოცვაზე მეტად 8 ნოემბერს რუსთაველზე მისვლისთვის",- წერს ირაკლი ოქრუაშვილი. 


close დახურვა