logo
ENG



ცესკოსთან აქციაზე ფორმულას ოპერატორი შეუძლოდ გახდა

09 ნოე 202000:29
3 წუთის საკითხავი
 
w9peiy05x13su83.png

ცესკოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ფორმულას ოპერატორი შეუძლოდ გახდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა. 

ფორმულას ჟურნალისტის ცნობით, ოპერატორი წყლის ჭავლის დროს სრულიად დასველდა და ამ მდგომარეობაში მუშაობის გაგრძელების შემდეგ გონება დაკარგვა. 

მისივე თქმით, დაშავებულ ოპერატორს კლინიკაში ათბობენ, ექიმები მას მთელი ღამის განმავლობაში დააკვირდებიან. 

მომიტინგეებმა ცესკო-სთან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან დაახლოებით 2 საათის წინ გადაინაცვლეს. ისინი კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. სპეციალური დანიშნულების რაზმებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამომიყენეს. თვითმხილველების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, თუმცა შსს-ში ინფორმაციას უარყოფენ. 


close დახურვა