logo
ENG



ლინკევიჩუსი: [საქართველოში] საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა უნდა აღდგეს

13 ნოე 202018:47
3 წუთის საკითხავი
 
ლინკევიჩუსი: [საქართველოში] საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა უნდა აღდგეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ქართველ კოლეგას, დავით ზალკანიანს ესაუბრა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. 

როგორც ლინკევიჩუსმა აღნიშნა, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი მნიშვნელოვანია. 

"ვესაუბრე ჩემს ქართველ კოლეგას დავით ზალკანიანს. ხაზი გავუსვი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას. საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა უნდა აღდგეს. ლიეტუვა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარს უჭერს", - წერს ლინას ლინკევიჩუსი

ცნობისთვის, გუშინ ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ელჩებისა და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ეს შემადგენლობა პირველად შეიკრიბა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს, შედეგებს არ აღიარებს, აქციებით აპროტესტებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ამ დროისთვის ყველა ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ გაყალბებული შედეგებით დაკომპლექტებულ პარლამენტში არ შევა.

 


close დახურვა