logo
ENG



ვარშალომიძე მხარდამჭერებს: II ტურში უბნებთან მოვაწყოთ სირცხვილის დერეფნები

15 ნოე 202017:34
3 წუთის საკითხავი
clock 1205

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

შეკრებილები 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გაცხადებულ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ცესკოს და უსკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 

ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლევან ვარშალომიძის თქმით, ოპოზიცია არ გეგმავს, აქციები შეწყვიტოს. 

ვარშალომიძემ ამომრჩეველს მოუწოდა, არ წავიდეს არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც 21 ნოემბერს არის დაგეგმილი. 

თუმცა, ასევე გამოვიდა სირცხვილის დერეფნის ინიციატივით: 

"ყველას მოგიწოდებთ, დავდგეთ საარჩევნო უბნებთან და გავაკეთოთ სირცხვილის კორიდორი. ვნახოთ, რამდენი ყავს ქართულ ოცნებას მხარდამჭერი". - თქვა ვარშალომიძემ.  

მან მოუწოდა მოქალაქეებს, საქართველოს დროშები გადმოფინონ თავიანთი ფანჯრებიდან. 

ვარშალომიძემ ასევე დააანონსა მომდევნო აქცია ბათუმში - მისი თქმით, ის 22 ნოემბერს. 

საპროტესტო აქციები მიმდინარეობს თბილისშიც. ბოლო აქცია გუშინ, 14 ნოემბერს გაიმართა. შემდგომი დემონსტრაცია 18 ნოემბერს, 11:00 საათზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თბილისში ვიზიტის პარალელურად ჩატარდება. 


close დახურვა