logo
ENG



შალვა ნათელაშვილმა ცესკო-ს მეორე ტურიდან კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით მიმართა

17 ნოე 202014:28
3 წუთის საკითხავი
clock 1912

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურიდან კანდიდატურის მოხსნის მოთხოვნით მიმართა. ის თბილისში, ნაძალადევის რაონში, მეორე ტურში გავიდა.

ნათელაშვილი ნაძალადევის ამომრჩეველს მადლობას უხდის და მოუწოდებს, არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ.

"მე მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩემს ნაძალადეველებს, ჩემო ძვირფასებო, იცოდეთ, რომ ნამდვილი არჩევნები წინ გველოდება, სადაც თქვენს ნებას ვერავინ გააყალბებს და მანამდეც და მის შემდეგაც მე თქვენი ოჯახის წევრი ვარ, თქვენი დეპუტატი ვარ და ნებისმიერ საკითხზე თქვენ გვერდით ვდგავარ, მაგრამ ახლა ჩვენ ყველაფერი უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ბოროტმოქმედების მეორე ტური არ შედგეს, ხალხი არ მივიდეს არჩევნებზე", - თქვა ნათელაშვილმა ფორმულასთან

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს ოპოზიცია, ასევე არ შედის პარლამენტში და არ აღიარებს არჩევნების პირველი ტურის შედეგებს. ისინი თამარ ჟვანიას გადადგომასა და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.


close დახურვა