ორბელიანის სასახლეში აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის შეხვედრა დაიწყო.
შეხვედრა მედიისთვის დახურულია. შეხვედრის შემდეგ კომენტარები, სავარაუდოდ, არ გაკეთდება.
პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პომპეო პატრიარქ ილია მეორეს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდება. ვიზიტის პარალელურად ოპოზიცია 11:00 საათიდან მდუმარე აქციას გამართავს მესიჯით - არჩევნები გაყალბებულია.
პომპეო საქართველოს გუშინ, 17 ნოემბერს ეწვია.