logo
ENG



კირკიტაძე მე-2 ტურზე: არ ვაპირებთ ამ ფარსში მონაწილეობას და არც ხელის შეშლას

19 ნოე 202012:19
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ისინი მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ და არც ხელის შეშლას.

მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

"მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ დააგროვა ბევრად მეტი ხმა, ვიდრე ხელისუფლებამ, ხელისუფლებამ იკადრა ის, რაც არ უნდა ეკადრებინა და აპირებს ამის გაგრძელებას 21-ში. ამიტომ ყველა კანდიდატი უარს ვაცხადებთ, მივიღოთ მონაწილეობა ამ ფარსში. ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე სახით ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას და არც ხელის შეშლას იმ პროცესისას, რომელსაც არჩევნებს მხოლოდ ერთი პოლიტიკური გუნდი უწოდებს", - განაცხადა კირკიტაძემ.

ბრიფინგზე ისაუბრა პარტიის წევრმა ლევან ხაბეიშვილმაც, რომელმაც თქვა, რომ ყველა მოქალაქე, ვინც მე-2 ტურში მიიღებს მონაწილეობას, "გაყალბებულ არჩევნებზე პასუხისმგებლობას აიღებს".

"თითოეული მოქალაქე, რომელიც მივა 21 ნოემბერს არჩევნებზე, აიღებს პასუხისმგებლობას ისევე, როგორც თამარ ჟვანია ღებულობს პასუხისმგებლობას არ გაყალბებულ არჩევნებზე", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

არჩევნების მე-2 ტური 17 ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას მხოლოდ ქართული ოცნება იღებს. 


close დახურვა