logo
ENG



ქალ ფეხბურთელთა გუნდი "ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა

19 ნოე 202019:28
3 წუთის საკითხავი
clock 3039
2020/11/19/e5tcrogytu711ht.png

ქალ ფეხბურთელთა გუნდმა "ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის "კლუჟი" ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მოპოვებული გამარჯვების შედეგად, ლანჩხუთელები ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ. 

მატჩის ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე ხატია ჭყონიამ გაიტანა.

"ლანჩხუთის" მომდევნო მეტოქის ვინაობა 24 ნოემბერს, წილისყრის შემდეგ გახდება ცნობილი.

 


close დახურვა